რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა აიკრძალოს დელფინარიუმები

1️⃣ დელფინარიუმის დელფინები პატარა აუზებში ცხოვრობენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დელფინებს დიდი სივრცე სჭირდებათ კილომეტრების დასაფარად. ოკეანეში მცხოვრები ზოგიერთი სახეობის დელფინი დღეში 200 კილომეტრამდე მანძილს გადის.

2️⃣ ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ დელფინარიუმში გაიგებთ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას დელფინების შესახებ, თუმცა სინამდვილეში არავინ სწავლობს მათ ნამდვილ ცხოვრებას, ძირითადი აქცენტი მხოლოდ შოუზე კეთდება.

3️⃣ დელფინები ძალიან ჭკვიანები არიან, განვითარებული აქვთ ემოციური ინტელექტი, ამიტომ ხშირად, როცა ისინი საკუთარ ოჯახს ან ჯგუფს შორდებიან დეპრესია ეწყებათ, რაც, სამწუხაროდ, ხშირად სიკვდილით მთავრდება.

4️⃣ ველური დელფინები ერთმანეთს ხშირად ეჯიბრებიან, ამის გამო შეიძლება ბევრი საკუთარ ჯგუფს ჩამოშორდეს. ტყვეობაში მყოფ დელფინებს აგრეესისგან თავის დასაცავად ფაქტობრივად არანაირი მექანიზმი არ აქვთ, ამიტომ ხშირად ამ შეჯიბრს დელფინების სიცოცხლე ეწირება.

5️⃣ ტყვეობაში მყოფი დელფინები კარგავენ თვითგადარჩენისთვის საჭირო უნარებსა და თვისებებს, მაგალითად, როგორიცაა ნადირობაა. დელფინი, რომელსაც ნადირობა არ შეუძლია, ოკეანეში გადარჩენას ვეღარასდროს შეძლებს.

6️⃣ ბუნებრივ არეალში, დელფინები 25 დან 50 წლამდე ცოცხლობენ. დელფინარიუმში დელფინების უმეტესობა დაბადებიდან რამდენიმე წელში კვდება.

არ მოგატყუოთ სანახაობამ, დელფინებს გადარჩენისთვის აუცილებლად სჭირდებათ ბუნებრივი პირობები და არა აუზი.