რამდენიმე ფაქტი, რაც ცელულიტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

1️⃣ რა არის ცელულიტი?

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელსაც უწვრილეს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური ნაკადის დარღვევამდე მივყავართ. (დაგროვებული ცხიმები არა კანის უჯრედებში, არამედ მათ შორის არსებულ სივრცეში გროვდება).
კანის ცხიმოვანი უჯრედების გარშემო არსებული შემაერთებელი ქსოვილი ქალებში უფრო რბილია და მარტივად იცვლის ფორმას, ვიდრე მამაკაცებში. შესაბამისად, ქალების უმეტესობას (სხვადასხვა ადგილას, სადაც უფრო მეტი ცხიმი გროვდება, მაგალითად, მუცლის, ბარძაყის, მკლავების და დუნდულების ადგილას) აქვს ცელულიტი დამოუკიდებლად მისი წონისა და აღნაგობისა.

2️⃣ ცელულიტის ფორმირებაში გარკვეულ როლს თამაშობს ჰორმონებიც

შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას ესტროგენები განაპირობებენ. ორსულობისას, როცა ჰორმონალური ბალანსი იცვლება, ცელულიტის გაჩენის ალბათობა დიდია.
ასევე, ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური მდგომარეობა იცვლება მენსტრუაციის, მენოპაუზის დროს და სხვადასხვა აბების მიღებისას. ჰორმონალური დისბალანსისას, ორგანიზმში წყლის შეკავებამ შეიძლება ქსოვილებში ცელულიტის გაჩენის ალბათობა გაზარდოს.

3️⃣ ცელულიტის არსებობა დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთანაც

არსებობს ცელულიტისადმი გენეტიკური მიდრეკილება და წინასწარი განწყობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია მისი შემცირება, თუმცა არა გაქრობა.

ცელულიტის არსებობა აბსოლუტურად ნორმალურია და შეიძლება ჰქონდეს ყველას, მიუხედავად წონისა და აღნაგობისა.
ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში რეკლამირებულ კრემებს, რომელსაც ცელულიტის გასაქრობად იყენებენ, თუმცა ასეთი კრემი არ არსებობს, ცელულიტის გაქრობა კი შეუძლებელია.

უკვე გაჩენილი ცელულიტის შესამცირებად (ასევე, წინასწარი პრევენციისთვის) მნიშვნელოვანია ზომიერი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და აძლიერებს ქსოვილებს. ასევე მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება და წყლის საჭირო რაოდენობის მიღება.

ილუსტრაცია: @handsomegirldesigns