რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოფიციალურად შარვლის ჩაცმის უფლება ფრანგმა ქალებმა მხოლოდ 2013 წლის 1 თებერვალს მიიღეს. მანამდე მოქმედებდა ჯერ კიდევ 200 წლის წინანდელი, 1800 წელს მიღებულ კანონი, რის მიხედვითაც ქალი, რომელიც მოისურვებდა „მამაკაცურად“ ჩაცმას, უნდა მისულიყო პოლიციის განყოფილებაში და აეღო ნებართვა. #FemFacts

ზოგიერთ კულტურაში შარვალი ჩვეულებრივი სამოსი იყო, თუმცა დასავლურ საზოგადოებაში ესე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ქალები, რომლებსაც შარვლის მსგავსი ტანისამოსი ეცვათ, ეს ძირითადად სპორტულ საქმიანობასთან ან საყოფაცხოვრებო სამუშაოსთან იყო კავშირში და საზოგადოებრივ თვალს იყო მოშორებული.

აშშში ელიზაბეტ სმიტ მილერმა ქალისთვის შარვლის მსგავსი ტანსაცმლის ადრეული ვარიანტი შექმნა დაახლოებით 1851 წელს, თუმცა მისი ყოველდღიურად ჩაცმა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა და ქალთა შარვლები კვლავ შეზღუდული სპექტრის საქმიანობაში გადავიდა.

პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ქალებმა ფრონტზე წასული მამაკაცების სამუშაო ადგილები დაიკავეს, მათ ასევე შედარებით პრაქტიკული სამოსის ჩაცმა დაიწყეს. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც შარვლის ჩაცმის გამო ქალებს აპატიმრებდნენ. მაგ: 1919 წ დააკავეს ლეიბორისტების ლიდერი ლუიზა კაპეტილო, იგი პუერტო რიკოში იყო პირველი ქალი, რომელმაც საჯაროდ ჩაიცვა შარვალი.

1960-70-იანი წლებიდან ქალთა უფლებების მოძრაობის წყალობით, შარვალი დამკვიდრდა, როგორც პოპულარული და შესაფერისი სამოსი ქალებისთვის როგორც სახლში, ასევე საზოგადოებაში და სამუშაო ადგილზე.

მნიშვნელოვანი ფაქტების არასრული ჩამონათვალი ამ მოვლენასთან დაკავშირებით:
1. 1960-იან წლებში ანდრე კურაჟმა ქალებს ჯინსები შესთავაზა.
2. 1966 წელს ივ სენ ლორენმა წარმოადგინა ქალის სმოკინგი.
3. კოკო შანელმა შარვლებს, როგორც მოდურ სამოსს გაუწია პოპულარიზაცია.
4. 1994 წელს მალავიში ქალებისთვის ლეგალურად დასაშვები გახდა შარვლის ჩაცმა.
5. 2004 წლიდან საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ქალებს საშუალება მისცა, სურვილის შემთხვევაში, ქვედაბოლოს ნაცვლად ჩაეცვათ შარვლები.

Illustration by Marina Verdú
ტექსტი მომზადებულია თაკო ღვინჯილიას მიერ.