“რაჭა არ იყიდება” – ონში რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო.

რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები და არასამთავრობო სექტორი ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 104 712 ჰექტარი ტერიტორია 49 წლით სამონადირეო კომპლექსის მოსაწყობად, რუსეთის მმართველ ძალებთან დაახლოებულ პირზე, დავით ხიდაშელზე გაასხვისა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მალულად, ადგილობრივების ჩართვის გარეშე მიიღო.