
რა არის და როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროვება ⁉️
სექსუალური შევიწროება სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედებაა, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.
სექსუალური შევიწროვების შემთხვევებს შეიძლება გადააწყდეთ სამსახურში, ან სამსახურს გარეთ, ქუჩაში, ტრანსპორტში ან პირად ურთიერთობებშიც კი.
როგორ ამოვიცნოთ?
სექსუალური შევიწროვება ძირითად შემთხვევებში, სამი გზით ვლინდება: ფიზიკური, ვერბალური ანუ სიტყვიერი და არავერბალური.
ფიზიკური ქცევის შემთხვევაში:
ფიზიკური ძალადობა, მათ შორის იგულისხმება სექსუალური ძალადობა;
თქვენთვის არასასურველი ფიზიკური შეხება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მოფერებაში ან სხვა ფიზიკურ კონტაქტში, რომელიც გიქმნით დისკომფორტს;
ნებისმიერი ტიპის წახალისება სექსუალური ქცევის სანაცვლოდ.
არავერბალური ქცევის დროს:
❌ სექსუალური მასალის ჩვენება თქვენი თანხმობის გარეშე;
❌ სექსუალური ხასიათის შემცველი ჟესტიკულაციის ჩვენება თქვენი თანდასწრებით, რაც ასევე გიქმნით უხერხულობასა და დისკომფორტს.
სიტყვიერი ქცევის შემთხვევაში:
❗სექსუალური შინაარსის ამბები, ხუმრობები და კომენტარები;
❗კომენტარები თქვენს ასაკზე, გარეგნობაზე ან პირად ცხოვრებაზე;
❗პაემანზე დაპატიჟების არასასურველი, განმეორებითი მცდელობები.
