
რა არის იმპოსტერის, ე.წ. “თვითმარქვიას” სინდრომი?
ეს არის მუდმივი განცდა იმისა, რომ რაც მოხდა, რა წარმატებასაც მიაღწიე არა შენი, არამედ ბედ-იღბალის დამსახურებაა. საკუთარი უნარების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, შესაძლებლობების დაკნინება და დამუნათება – “ვიმსახურებდი კი ამ ყველაფერს?; “ნამდვილად ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიმეღწია, თუ ეს შემთხვევით მოხდა?”
განცდა იმისა, რომ კომპეტენტური არ ვართ, მხოლოდ საკუთარ თავთან ურთიერთობისას არ გამოიხატება, სხვა ადამიანებსაც ჩვენ შესახებ ვეუბნებით და ვარწმუნებთ, რომ უბრალოდ სწორ დროსა და სწორ ადგილას აღმოვჩნდით, თორემ ამას ჩვენ გარდა სხვაც ხომ გააკეთებდა?
არა!
ნებისმიერ საქმეს შენ გარდა შეიძლება სხვაც აკეთებს, ან მომავალში გააკეთებს, თუმცა დღეს და ახლა შენ გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ამაყად და ხმამაღლა ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზე, პატივი ეცით პირველ რიგში თქვენს თავს და გჯეროდეთ, რომ ნებისმიერი საქმეში, იღბალთან ერთად, ბევრი შრომა და უნარებია საჭირო, რომელიც თქვენ აღმოგაჩნდათ.
