რეიჩელ კარსონი ამერიკელი ბიოლოგი, მწერალი და ეკო აქტივისტი იყო.
#Femwiki

მისმა წიგნმა ‘Silent Spring’ (რომელიც პესტიციდების არასწორი გამოყენების მავნე შედეგების აღწერას მიეძღვნა), დიდი როლი ითამაშა მეოცე საუკუნის საზოგადოებაში ეკოლოგიური პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. მის სახელს უკავშირდება თანამედროვე სამყაროში მწვანეთა მოძრაობის ჩამოყალიბება.

‘Silent Spring’ ძირითადად ფოკუსირებულია, თუ რა გავლენას ახდენს პესტიციდები ეკოსისტემებზე, თუმცა ოთხი თავი სრულად ადამიანებს ეხება და ის დეტალურად აღწერს პესტიციდების გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე, საუბრობს კიბოს გაჩენის რისკებზეც. ის ხმამაღლა ადანაშაულებდა ქიმიურ მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მათ შორის, საჯარო მოხელეებსაც. ამის გამო ხშირად დევნიდნენ.
მისი საქმიანობის შედეგად, 1972 წელს ამერიკაში აიკრძალა DDT-ს (ინსექტიციდი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა სოფლის მეურნებოაში) გამოყენება.

უყვარდა ზღვა, ოკეანე, წყალში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვება. მან ზღვის შესახებ ტრილოგია დაწერა, რომელიც დეტალურად აღწერს ოკეანის ცხოვრებას სანაპიროებიდან სიღრმეებამდე (The Sea Around Us, Under the Sea Wind, The Edge of the Sea).

კარსონმა ბეროუსის მედალი და რამდენიმე საპატიო დოქტორის წოდება მიიღო, მოიპოვა აუდუბონისა და Cullum-ის მედალი. 1980 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით, 2016 წელს კი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სანტა კრუზის უნივერსიტეტმა მისი სახელობის ფაკულტეტი დაარსა.

რეიჩელი 1964 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე ძუძუს კიბოს ებრძოდა – ამ დიაგნოზს წლების განმავლობაში მალავდა. ის იყო ფაქტობრივად პირველი ადამიანი, ვინც დააფიქრა ხელისუფლებები, მიეღოთ კანონები ეკოსისტემის შენარჩუნებისა და გარემო პირობების გაუმჯობესებისთვის.

„ადამიანი ბუნების ნაწილია და მასთან ბრძოლით, იგი საკუთარ თავსაც ებრძვის.”