როგორ შევიმსუბუქოთ მენსტრუალური ტკივილი?

კონკრეტული რჩევები GrlzWave-ისა და VELI-სგან.

1️⃣ მენსტრუაციისას ცადე მცენარეული ჩაის, უფრო კონკრეტულად კი გვირილის ჩაის მიღება. ის დიდი რაოდენობით გლიცინს შეიცავს, რაც ხსნის კუნთების სპაზმს და ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება.

2️⃣ დაიდე მუცელზე თბილი წყლით სავსე სათბურა ან მიიღე თბილი აბაზანა. კვლევებით დამტკიცებულია, რომ თბილი ტემპერატურა ამცირებს ტკივილს.

3️⃣ მუცლის თვითმასაჟი და სტრესისგან გათავისუფლება ნამდვილად ეხმარება ორგანიზმს ტკივილის დაძლევაში. ნებისმიერი ეთერზეთით მუცლის არეში წრიულად და ნაზად საკუთარ თავს მასაჟი გაუკეთე, სხეულის მოსადუნებლად კი სურნელოვანი სანთლები ან ჩხირები შეგიძლია გამოიყენო. ეს ყველაფერი ორმაგად სასიამოვნოა წყნარი მუსიკის ფონზე.

4️⃣ ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას, რაც ტკივილს ამცირებს და განწყობასაც აუმჯობესებს. მენსტრუაციის დროს მშვიდი იოგა ბალიშებით და სხვა დამხმარე საშუალებებით სხეულის მოსადუნებლად საუკეთესო არჩევანია.

5️⃣ მენსტრუაციის დროს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ორგანიზმის წყლით მომარაგება, ამიტომ წყლის დალევა არ დაგავიწყდეს. უენერგიობას და ძილიანობას ხშირად გაუწყლოვება იწვევს.

*უნდა გახსოვდეთ, რომ მენსტრუაციის დროს უმნიშვნელო დისკომფორტს, პრაქტიკულად, ყველა ადამიანი განიცდის, მაგრამ როცა საქმე გაუსაძლის ტკივილს ეხება, ზუსტი მიზეზის დასადგენად გინეკოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.

აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.