
როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს კვებითი ქცევის დარღვევის დროს?
თუ:
1️⃣ კვების მერე დგება დანაშაულის, სირცხვილისა და სინანულის განცდა;
2️⃣ გაინტერესებთ სხვების მოსაზრება თქვენს გარეგნობაზე;
3️⃣ ხშირად მიმართავთ თვითნებურ დიეტებს;
4️⃣ საკუთარი სხეულის დანახვა სარკეში არ გიყვართ;
5️⃣ კვების პროცესში გაქვთ შიში, ვინმემ არ შეგამჩნიოთ;
6️⃣ ვერ გრძნობთ დანაყრებას კვების პროცესში;
7️⃣ მუდმივად გაქვთ სუსნაობის დაუძლეველი სურვილი.
ამ სიმპტომებიდან მინინუმ 3-ის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ფსიქოლოგთან ვიზითი, რომ დადგინდეს – გვაქვს თუ არა კვებით აშლილობასთან საქმე და თუ კი, რა ტიპის. ნებისმიერ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე დასმული დიაგნოზი გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ გართულებები.
*კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევებით ხასიათდება.
მიუხედავად იმისა, რომ “კვება” სახელშივეა, კვებითი აშლილობა იმდენად საკვებს არ უკავშირდება, რამდენადაც — კონტროლის სურვილს ან რეაქციას ადამიანებსა თუ გარემოებებზე. კვებითი აშლილობა სამედიცინო ექსპერტებისა თუ ფსიქოლოგების დროულ ჩარევას საჭიროებს. იგნორირების შემთხვევაში ის შეიძლება ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს.
