
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგის პროკურატურა ორი მუხლით ედავება. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურის განცხადებით, შანიძის მიერ აღნიშნული დანაშაული გამოიხატა სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.
პროკურატურამ მოგვიანებით შანიძეს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის მოყვანას გულისხმობს.
️ “თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ამიტომ ჩავიდინე ის დანაშაული, რაზეც მედავებიან და არა იმიტომ, რომ სიტყვაზე, კამერის დაზიანება მსურდა ან რაღაცა, როგორც ბატონი პროკურორი იძახის…ვფიქრობ, თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ 50-ე მუხლის სახით და პირობითი სასჯელით გამათავისუფლოთ, პატიმრობა არ მეკუთვნის“. – გიორგი შანიძე
