რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტ გამართულ აქციებზე, ორი პირი დააკავეს. ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თორნიკე აკოფაშვილი კი, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 8 მარტს დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ყველაფერი მარტივია, როცა ქვეყანაში ადამიანებს სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში და არა მარტო, გამოძიება არასწორი მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გაცემული დირექტივებითა და ნარატივით იმართება.

რა უძღვოდა წინ დაკავების პროცესს და რას ამბობს სასამართლო?

ლაზარეს საქმის განხილვას ერთი დღით წინ უსწრებდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ლაზარეს “გზას აცდენილი კაცი” უწოდა და თქვა, რომ მას “ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული”. იგივე შინაარს იზიარებს სახელისუფლებო მედიაც. ისინი ავრცელებდნენ ფოტოს ლაზარეს აწეული შუა თითით და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი წარსულშიც ნასამართლევი იყო პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მამაზე ძალადობისთვის. ხელისუფლება შესაბამის მედიასთან ერთად ცდილობს, ყველანაირად “გააშავოს” ბრალდებულთა რეპუტაცია და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე საზოგადოებას შეუქმნას წინასწარი განწყობა, რომ ბრალდებულები დამნაშავეები არიან.

კობახიძის განცხადებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალდებულ ახალგაზრდებს ანარქისტები, სატანის ფორმიანები უწოდა და განაცხადა: “შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ”.

ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოკლებულია ყველანაირ ლოგიკას და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – “სამაგალითოდ” დასაჯოს ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს დაუპირისპირდნენ, თუმცა მათი ჩანაფიქრი და განცხორციელების გზები უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის და არ უნდა დავუშათ, ისტორიის განმეორება.

სწორედ იმიტომ, რომ გამოძიება არასწორი, მანიპულაციური გზით მიმდინარეობს, ბრალდებულებები ნაფიც მსაჯულთა მოწვევას ითხოვენ. შეიქმნა პეტიციაც, რომლის მიხედვითაც, 1 მაისს ჩანიშნული სასამართლო უნდა ჩატარდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ შედგენილი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიით.

იმისათვის, რომ 21 წლის ახალგაზრდების ბედი კორუმპირებული მოსამართლეების ხელში არ აღმოჩნდეს, მოაწერე ხელი პეტიციას!

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSetl6FBke01YdRjmtJZt6pqUJRDYO_qGRb_TiMMm2LvlWgWxA/viewform