
“რუსულ კანონს” იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით 29 აპრილს განიხილავს. სხდომა 09:00 საათზე დაიწყება.
იმავე საღამოს კი, “ქართული ოცნება“ თბილისში “რუსული კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს.
28-ში, 7 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ახლა, კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა!
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ამ დროისთვის უცნობია, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, „რუსულ კანონს” პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით როდის გაიტანენ.
