საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო, ქალების დიდ ნაწილს სჯერა, რომ არასდროს უნდა ილაპარაკოს ასაკის მატებაზე, ასაკობრივ სირთულეებსა თუ ემოციებზე. ხშირად მათთვის ერთგვარი უხერხულობის მომგვრელია საკუთარი ასაკის გამხელა, ცდილობენ, თავი აარიდონ ნაოჭებსა და მენოპაუზაზე საუბარს.
ასაკის მატებას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური ცვლილებები ახლავს თან. არასასურველობის შეგრძნება, შეცვლილი სხუელის ფორმები, მენოპაუზასთან დაკავშირებული შეგრძნებები – ამ ყველაფერზე საუბარი სირცხვილი არ არის.
დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა Clelia Odette-მ შუახნის ასაკს გადაცილებული ქალების ისტორია საკუთარი ფოტო-სერიით, “ლამაზი ქალები”, მოგვიყვა. ქალებმა ღიად ისაუბრებს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე, ასაკთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე, მაგალითად, ვაგინალურ სიმშრალეზე, მენოპაუზისა და სხვადასხვა ტაბუირებული თემის შესახებ.
ერთ-ერთი ქალი ყვება: “როცა 50 წელს გადავაბიჯე, მივხვდი, რომ ჩემს ორგანიზმში ცვლილებები დაიწყო. გავხდი დეპრესიული, არ მომწონდა საკუთარი თავი, გამიჩნდა არასასურველობის განცდა. ზუსტად ამ
პერიოდში ჩემმა მეუღლემ მიღალატა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ბოტოქსი, სხვადასხვა პლასტიკური ოპერაცია, რომ საკუთარი თავის რწმენა დამებრუნებინა, თუმცა წლების შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი საკუთარი თავის მოტყუება იყო. სანამ შენ თვითონ არ გაიაზრებ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვედი, რომელიც შეიძლება უფრო მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს, მანამდე არცერთ პლასტიკურ ჩარევას თვითშეფასების ამაღლება ფაქტობრივად არ შეუძლია. შეიყვარეთ ბუნებრივობა, თქვენი ასაკი და საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც ხართ”.
ფოტო: Clelia Odette




