“საზოგადოება არ ეგუებოდა ისეთ გოგონებს, რომლებიც მამაკაცებს არ ემორჩილებოდნენ, არ აღიარებდნენ მათ უპირატესობას, და მით უმეტეს, თუ ეწინააღმდეგებოდნენ მათ.” – ანა ბერნსი
#grlzბიბლიოთეკა

ირლანდიელი მწერლის ანა ბერნსის ყველაზე ცნობილი რომანი “მერძევე” 2018 წელს გამოქვეყნდა. წიგნმა ოთხი სხვადასხვა ჯილდო აიღო, მათ შორის ბუკერის პრემიაც და ჟიურიმ ნაწარმოებს “წაემოუდგენლად ორიგინალური” უწოდა.

წიგნი ექსპერიმენტული სტილითაა შექმნილი, უსახელო ადგილას, უსახელო პერსონაჟები ქმნიან ამბავს, რომლის წაკითხვაც ერთგვარი თავგადასავალია. ეს ყველაფერი კი იმ სამყაროში ხდება, სადაც საზოგადოებას პატრიარქატი, უსამართლობა და სტერეოტიპები მართავს.

წიგნში მთხრობელი 18 წლის “შუათანა დაა” (ასე მოიხსენიებს ავტორი), რომელსაც მოსიარულე მკითხველს ეძახიან. პოლიტიკურად მძიმე სიტუაციისას, როცა საზოგადოება მუდმივად ორადაა გახლეჩილი, გოგონა ცდილობს, საკუთარი ლაღი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ გამორჩეულად ყოფნა იმ საზოგადოებაში, სადაც ქალებისთვის ქცევის ნორმებს აწესებენ და მოძალადეს მხოლოდ ხილულად არსებული ფაქტით განსჯიან, ძალიან რთულია.

ადევნებულ 40 წლის “მერძევეს” 18 წლის გოგო საკუთარი ძალებით ებრძოდა, საზოგადოებას კი არგუმენტები არ ჰყოფნიდა, რომ ის მოძალადედ შეერაცხა: “ჩვენში ასე იყო მიღებული: ძალადობა ფიზიკური და დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, რათა ყველასთვის გასაგები გამხდარიყო.”

..და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ ფაქტის ცოდნა აუცილებლად შეგიქმნით წიგნზე წინასწარ განწყობას: “კაცი, რომელსაც არავინ უყვარს” – ასე შეარქვეს კაცს, რომელსაც სინამდვილეში ყველა უყვარს, თუმცა საზოგადოებას, რომელსაც ღირებულებები დაკარგული აქვს, ადამიანებს ისეთ იარლიყებს აწებებს, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება (და, სამწუხაროდ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო საერთოდ არ არის). სწორედ ამ სამყაროში ცდილობს 18 წლის გოგო გადარჩენას.

წიგნი – https://shorturl.at/dilNX