
სამი გავრცელებული მითი ტამპონების შესახებ
1️⃣ თუ ტამპონს გამოვიყენებ, ქალწულობას დავკარგავ
ეს შეუძლებელია, რადგან ტამპონს არანაირი კავშირი არ აქვს ქალწულობასთან. ეს მითი ძირითადად იმას ეხება, დააზიანებს თუ არა ტამპონი საქალწულე აპკს, რომელიც ძალიან თხელი, ელასტიური ქსოვილია. ტამპონი საკმაოდ პატარაა იმისთვის რომ საშოში მოთავსების დროს აპკი დააზიანოს, თუმცა გამორიცხული არ არის. აპკი ასევე შეიძლება დაზიანდეს, ფორმა შეიცვალოს წონის მატების ან ნებისმიერი ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობის დროსაც. აპკის „გაწყვეტა” მხოლოდ სქესობრივ კავშირთან არაა დაკავშირებული.
2️⃣ ტამპონს არ ვიყენებ, მეშინია, რომ ჩემს ორგანიზმში სადმე ჩაიკარგება
არის შემთხვევები, როცა ტამპონი მაღლა ადის, თუმცა ის არ იკარგება, უბრალოდ შეიძლება ძაფს ვერ მისწვდე. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ექიმთან ვიზიტი, რომ ტამპონის გამოღება მოხდეს უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ.
3️⃣ ტამპონის გამოყენება იწვევს ტოქსიკური შოკის სინდრომს
რა არის ტოქსიკური შოკის სინდრომი? ის იშვიათი სამედიცინო მოვლენაა და მას ტოქსიკური ნივთიერება იწვევს, რომელსაც რომელიმე ბაქტერია წარმოქმნის. ტოქსიკურმა ნივთიერებამ, შესაძლოა დააზიანოს ორგანოები და სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
ტამპონებით გამოწვეული ტოქსიკური შოკის სინდრომი ბოლო დროს იშვიათად გვხვდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ F.D.A. მკაცრად აკონტროლებს პროდუქციას მანამ, სანამ ის ბაზარზე კანონიერად მოხვდება. პროდუქციას, რომელიც ბაზარზე კანონიერად არის მოხვედრილი, აქვს ანოტაცია, სადაც ზუსტადაა აღწერილი მისი სწორად გამოყენების წესები, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია.
