საპროტესტო აქციებისას, ჩვენი ხმა არა მხოლოდ ვერბალურად, ვიზუალურადაც ისმის და ეს პოსტერების დამსახურებაა. შეგიქმნია შენით პოსტერი?

️თუ არასდროს შეგიქმნია, ან შეგიქმნია და გაინტერესებს, რა ძალა აქვს ტიპოგრაფიას აქტივიზმში, მაშინ გელოდებით 16 თებერვალს, 12:00 საათზე, GrlzWave-ში ტიპოგრაფიის ვორქშოპზე.

სოფიო ჩხენკელთან ერთად, გავეცნობით პროტესტების დიზაინის მოკლე ისტორიას, ვიმუშავებთ და თქვენით შექმნით ინდივიდუალურ, უნიკალურ და ეფექტურ პოსტერებს.

ვორქშოპი ღიაა ყველასთვის – დიზაინერებისთვის, აქტივისტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს, რომ მისი ხმა საპროტესტო აქციებზე გაისმას და მისი სიტყვა იქცეს ქმედებად.

დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული. ვორქშოპზე დასასწრებად, შეავსე არსებული სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1riCBQWAkcUP9NTd1vKJGpYp8zDz9OMYqXbuFm-N1hQs/edit

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შესასვლელი.

გელოდებით!