
საფრანგეთში მოღვაწე ბელგიელი კინემატოგრაფი და ფოტოგრაფი ანიეს ვარდა 1928 წელს დაიბადა. კინემატოგრაფიის „პატარა დედოფალი“ საკუთარი ხელოვნებით ხშირად ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ქალთა უფლებები, ეკოლოგია და ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა.
#Femwiki
ანიეს შემოქმედება უამრავ კინოშედევრს ითვლის, თუმცა ალბათ ყველაზე ცნობილი და სანახაობრივი, არის „ბედნიერება“, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, გაფიქრებს და გაიძულებს, საკუთარი მორალური შეხედულებები გადააფასო. ერთგულებისა და ბედნიერების იდეა თანამედროვე სამყაროში – როგორ აღიქვამს ადამიანი ცხოვრების ამ ორ კონცეფციას და რამდენად ახერხებს რეალურ ცხოვრებაში ორივეს თანხვედრას.
მისი ფილმები გამოირჩევა ესთეტიკურობით, დიდ ყურადღებას ანიჭებს ფერებს და სწორედ ამ ვიზუალური ეფექტით ცდილობს მაყურებელზე გავლენის მოხდენას. ხშირად მისი ნამუშევრები ერთგვარ კოლნფლიქტს ქმნის მაყურებელში – მოგწონს ყველაფერი, რასაც უყურებ, მაგრამ სიუჟეტის განვითასებისას ხვდები, რომ ფილმის გმირებს არ ეთანხმები. ამგვარი სიუჟეტი მაყურებელს უტოვებს საშუალებას, იფიქროს და საკუთარი დასკვნები თავადვე გამოიტანოს.
ანიეს შემოქმედება მსგავსი ინტელექტუალური ფილმებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი ბოლო ფილმი Varda By Agnes ავტორის ლეგენდარულ შემოქმედებაზე, ცხოვრების განვლილ გზასა და კინემატოგრაფიაზე განსაკუთრებული იუმორით მოგვითხრობს.
ანიე პირველი ქალი იყო, ვინც საპატიო ოსკარი მიიღო. ის ასევე არაერთხელ დაჯილდოვდა კანის, ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალებზე. გამორჩეული ხედვისა და ესთეტიკის მქონე კინორეჟისორი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
