საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის – “მოთვინიერება”, ჩვენებები გააუქმა და ამის მიზეზად ფილმის შინაარსი დაასახელა.

ფილმი ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას ეხება. მან რამდენიმე წლის წინ, სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი დაიწყო.

კინოაკადემიის პრეზიდენტმა, მინდია ესაძემ ფილმს “ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს” უწოდა.