საქართველოში პედოფილია ჰყვავის.

საქართველოში ბავშვებზე მასიურად ძალადობენ – ფიზიკურად და სექსუალურად.
ბავშვებზე ძალადობაზე კი არასდროს საუბრობენ ის პრო-რუსული, ქართული ოცნების სატელიტი ჯგუფები, რომლებიც საკუთარ გამოსვლებში წარმოსახვითი პრობლემებისგან იცავენ არასრულწლოვნებს.

სასაცილოა ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობდე მაშინ, როდესაც მამები, ბაბუები, ბიძები და ოჯახის ახლობელი კაცები ბავშვებზე ყოველდღიურად ძალადობენ.
სასაცილოა ბავშვების უფლებებზე ლაპარაკობდე, რეალურად კი ბავშვებზე ყველა ძალადობის, შევიწროების, მკვლელობის ფაქტზე ხმას არ იღებდე.

თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ისინი იღუპებიან?
თუ გადარდებს ბავშვშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა იგებ, როომ 8, 9, 10, 12 წლის ბავშვებს ოჯახის წევრები აუპატიურებენ?
თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა ბავშვებს ქუჩაში, დღისით კლავენ?
თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა იგებ, რომ მათ სახლში ფიზიკურად უსწორდებიან?
თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა იცი, რომ მათ შიათ?
თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა ბავშვებს სიღარიბის გამო სახლში თითო სათამაშო, წიგნი და რვეული არ აქვთ?
თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ, როცა იგებ, რომ მათ ტრეფიკინგში რთავენ?
თუ გადარდებს ბავშვთა უფლებები, რატომ დუმხარ ყველა რეალურ პრობლემაზე?
და რატომ ყვირი მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე გამოგონილ, არ არსებულ, მანიპულაციასა და სახელისუფლებო პროპაგანდაზე დაფუძნებულ ტყუილებს ეხება?
რატომ დუმხარ?
რატომ დუმხარ?
რატომ დუმხარ?
იქნებ იმიტომ, რომ არავითარი ბავშვები და მათი ყოფა არ გაინტერესებს?