
საქართველოში, სადაც კვლევების მიხედვით, ოჯახური ვალდებულებები კვლავ ქალის პასუხისმგებლობად აღიქმება, ცხოვრობენ მშობლებიც, ვინც შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ. მათ შორის არიან გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე.
“სტერეოტიპებში ვართ გაზრდილები, რომ თითქოს დედა არის დედა, რომელმაც ბავშვს უნდა მიხედოს, საკუთარი ცხოვრება გადადოს და მიუძღვნას შვილს; მამები კი [სხვა რამით] უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული, მაგალითად, მუშაობით. ეს ძალიან სამწუხარო რეალობა იყო” – მარიამ ნადირაძე, მსახიობი.
მათ მაგალითზე, გვსურს, გაჩვენოთ თანასწორი მშობლობის მნიშნელობა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის და წავახალისოთ დედებისა და მამების ჩართულობა მათ აღზრდაში.
სრულ ვიდეოს ჩვენს Youtube არხზე ნახავთ:
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/603758666022615/
