სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც დალაი ლამა ბავშვს ენით კოცნას სთხოვს, ის საჯარო ბოდიშს იხდის.

ვიდეოში პატარა ბიჭი ტიბეტელი ხალხის სულიერ ლიდერს ჩახუტებას სთხოვს. დალაი ლამას ის სცენაზე აჰყავს და ლოყას უშვერს საკოცნელად, შემდეგ ბუდისტი წინამძღოლი ბიჭს ტუჩებში კოცნის. რამდენიმე წამში კი ამას ენის გამოყოფაც მოჰყვება,”ენითაც მაკოცე”, – ამბობს დალაი ლამა.

დალაი ლამას წარმომადგენლობითმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ბუდისტ წინამძღოლს ბიჭისთვის და მისი ოჯახისთვის ბოდიშის მოხდა სურს. დალაი ლამა ინციდენტს ნანობს და მისი სიტყვებით გამოწვეული ზიანისთვის მოიბოდიშებს.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ზოგა­დო­ე­ბის დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, თუცა, აღნიშნული ინციდენტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დალაი ლამას აკრიტიკებენ. მან ბოდიში მოიხადა BBC-სთან 2019 წლის ინტერვიუს შემდეგაც, რომლის დროსაც თქვა, რომ თუ ქალი დალაი ლამა დაიკავებს მის ადგილს, ის “უფრო მიმზიდველი უნდა იყოს”.

სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა რელიგიური და სულიერი პრაქტიკებით დაკავებული ადამიანები თავიანთ ძალაუფლებასა და ავტორიტეტს ბოროტად იყენებენ, განსაკუთრებით ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ. სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი წირაპირობა, რომელიც გაამართლებს ადამიანს დისკრიმინაციისა თუ შევიწროვების დროს, მათ შორის, არც მათი რელიგიური ავტორიტეტი.

წყარო: CNN