უახლოეს მომავალში უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი გადაზიდვა მოხდება. უკრაინის საელჩოს მიერ მოწოდებულ სიაში ვრცლად არის ჩამოთვლილი საჭირო ნივთები. გიზიარებთ რამდენიმე აუცილებელ საჭიროებას, რისი შეგროვების და გაგზავნის სურვილიც გვაქვს. ძალიან, ძალიან გაგვახარებთ, თუ ჩაერთვებით ამ პროცესში:

ტანის სარეცხი საშუალებები,
კბილის პასტები და ჯაგრისები,
საფენები (და სხვა ტიპის ინტიმური ჰიგიენის პროდუქცია),
მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები,
სავარცხლები,
ქალის, მამაკაცის და ბავშვის საცვლები.

ჩვენ, შეგროვებული ნივთები მივიტანეთ ათონელის 29-ში, რადიო კაფეში, მაგრამ დაბლა დავწერთ სხვა მისამართებსაც.

პროდუქციის მიტანისას შეგიძლიათ ფოტო გადაიღოთ და დაგვთაგოთ.
გადავაზიარებთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო მეტი ჩაერთოს ამ პროცესში.

შეგროვების ადგილები:
Atoneli, 29 (RadioCafe) 12:00 – 00:00 Т: 579091355 Sergei
Tabidze, 9 (“GULI JEWELRY SHOP”, “STORIES CAFE”) 11:00-20:00 T: 599003347 Maria
Ketevan Tsamebuli, 82 (“GiOli Flowers”) 09:00 – 19:00