უკრაინამ ქართველი ხალხისგან რეკორდული რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

„საქართველოდან ქართველების დახმარებამ ჩვენ ყველა გაგვაოცა. ტვირთის რეკორდული რაოდენობა, 200 ტონა, ერთ დღეს მივიღეთ. სიტყვებით შეუძლებელია ადამინების იმ რაოდენობის დასახელება, რომლებიც ტვირთის შეგროვების პროცესში მონაწილეობდნენ. ესენი იყვნენ რიგითი მოქალაქეები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, ფონდები – ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. ჩვენ გულწრფელად ვიხდით მადლობას ამ მხარდაჭერისთვის, რადგან, სანამ აგრესორი ჯერ კიდევ აგრძელებს საომარ მოქმედებებს, უკრაინელების რიცხვი, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება“. – განაცხადა უკრპოშტას გენერალურმა დირექტორმა იგორ სმილიანსკიმ.

ვიზუალის ავტორი: kseniia_fast