
უკრაინა – საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ორივე ქვეყანას ბევრი ტკივილი, ომი და დაპირისპირება აქვს გავლილი. უკრაინელები მუდმივად იდგნენ ქართველების გვერდით და ყველაზე რთულ მომენტებში, ჭირსა და ლხინში გვიჭერდნენ მხარს.
აფხაზეთის ომის დროს ასობით უკრაინელი იარაღით იბრძოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ. სოხუმის დაცემის შემდეგ, უკრაინამ ქართველების დასახმარებლად 17 ვერტმფრენი გამოაგზავნა. უკრაინელმა პილოტებმა 300-მდე რეისი შეასრულეს და ჯამში 8000-მდე ქართველი დევნილი გამოიყვანეს სამშვიდობოს;
2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში ჩამოფრინდა და მიტინგზე შეკრებილ ხალხს მიმართა:“ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთ, ძალიან გვინდოდა აქ ყოფნა. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს აქ უნდა ვიყოთ. ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ ვთქვათ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ვამბობთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იყოთ თავისუფლები. ჩვენ გავიარეთ ათასობით კილომეტრი, რომ ქართველ, გაუტეხელ ერს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ… თქვენ არასდროს იქნებით მარტონი“… – თქვა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა.
ილუსტრაცია: Alona Shostko
