
ქალები ამბობენ, რომ სამეანო კლინიკაში მათ სამედიცინო პერსონალი არ აწვდიდათ ხოლმე სრულ ინფორმაციას პროცედურების, ჩარევებისა და პოტენციური გართულებების შესახებ. ქალების თქმით, მკაფიო კომუნიკაციის არარსებობამ ზოგ შემთხვევაში ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია და მშობიარობის პროცესში ხელი შეუშალა.
კომუნიკაციის პრობლემები გამოკითხულ ქალებს შორის ხარისხიანი სამეანო მომსახურების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად დასახელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული კვლევაში. კვლევა მიზნად ისახავდა შეესწავლა, რამდენად არიან ქალები ჩართულები მშობიარობის, მშობიარობამდე ან მის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
წყარო: სამეანო მომსახურების მიწოდებისას Ძალადობის კვლევა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA): georgia.unfpa.org/ka/publications/ObstetricViolence
