
ქალები ამბობენ, რომ სამშობიარო დაწესებულებებში განუცდიათ ძალადობა და არასათანადო მოპყრობა – ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, უყურადღებობა, დისკრიმინაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა.
ისინი იხსენებენ ექიმებისა და მეან-ექთნების მხრიდან უხეშობას, ყვირილს, მუქარას, აგრესიასა და ცინიკურ კომენტარებს მათი ასაკის, რელიგიური სიმბოლოების, ოჯახური სტატუსისა და სხვა პირადი საკითხების მიმართ.
სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ძალადობის ფაქტებს გამონაკლის შემთხვევებად მიიჩნევენ. თუმცა, მეან-ექთნების ნაწილი თავად ადასტურებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, მათ შორის — მშობიარობისას ქალისთვის ფიზიკური შეხებით „გამოფხიზლების“ მცდელობას.
სამეანო კლინიკებში ძალადობის და უგულებელყოფის ფაქტები ქალების ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა და მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ხარისხიან სამეანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისთვის.
წყარო: სამეანო მომსახურების მიწოდებისას Ძალადობის კვლევა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA): georgia.unfpa.org/ka/publications/ObstetricViolence
