
ქამრიანი სონა – იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით, მე-19 საუკუნის თბილისში მცხოვრები ქალი, ყარაჩოხელების ამქრის სრულუფლებიანი წევრი და ცნობილი მეარღნე. #FemWiki
სონას გვარი და წარმომავლობა უცნობია, თუმცა ვიცით, რომ იგი ფოთში გაზრდილა, შემდეგ კი თბილისში გადასულა საცხოვრებლად, სადაც დუქანი გაუხსნია და მეაღნეობა დაუწყია.
როგორც გადმოცემით ვიცით, სონა გავლენიანი და სახელოვანი ყარაჩოხელი ყოფილა. შავჩოხიანის ქამარი წელზე მას ამ ამქრის წევრი სატრფოს გარდაცვალების შემდეგ, მისდამი სიყვარულის და ერთგულების ნიშნად შემოურტყამს.
სონა გულკეთილობითა და დიდსულოვნებითაც იყო ცნობილი. თავის დუქანში თურმე ქვრივ-ობლებს აპურებდა და თავისი საყვარელი არღნის გამტაცებელიც კი დაუხსნია მდინარეში სიკვდილისგან სწორედ მაშინ, როცა საკუთარი ნივთის დასაბრუნებლად გამტაცებელს გასდევნებია, ის კი დევნისას მტკვარში გადავარდნილა. ამგვარი ხასიათის გამო სონას მეტსახელად “მშვიდობის შავ ბაირაღსაც” უწოდებდნენ.
მართალია, იმ ამბებიდან, რომლებიც სონას შესახებ ვიცით, სინამდვილისა და თქმულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია, მაგრამ ის კი უდავოა, რომ იგი ძლიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი იყო.
პროექტის მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
*️⃣*️⃣*️⃣
სრულად ქამრიანი სონას შესახებ ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://www.youtube.com/watch?v=9YvxdjIphoQ
“ქამრიანი სონა”, მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), 2020.
