
ქართული კინო, მეცნიერება და კულტურა საფრთხეშია.
თეა წულუკიანის პოლიტიკა ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მთავარ იდენტობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ახშობს თავისუფლად სიტყვის გამოხატვის შესაძლებლობას. მისი მთავარი ამოცანაა, დამოუკიდებელი და თავისუფალი კულტურის სფეროები სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად აქციოს.
დღეს, თეა წულუკიანი,“მინისტრის საათის” ფორმატში, საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
სწორედ ამიტომ, დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით ყველა, ვინც დამოუკიდებელ და თავისუფალ ქართულ კულტურას გულშემატკივრობს. აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები თავიანთ მკაფიო მოთხოვნებს წამოაყენებენ.
გელოდებით ყველას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ცენზურა დაუშვებელია!
ფოტო: გიორგი გიგაშვილი
„ხელოვნება დამოუკიდებელი და პოლიტიკურია” — პერფორმანსი კონსერვატორიაში, გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს ერთობლივი პროექტიის „სერიოზული მუსიკის” დროს.
