
„ქართული ოცნების“ და, „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადება: “მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი”.
❗ მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “ქართული ოცნება” მადლობას უხდის სამართალდამცავებს და დროებით აპაუზებს კანონის მიღების პროცედურებს; განცხადების მიხედვით, რუსული კანონი დადებითად შეფასდა და საპროტესტო ტალღის ჩავლის შემდეგ, საზოგადოებასთან დიალოგით სახელისუფლებო ძალა კვლავ შეეცდება დაამტკიცოს რუსული კანონის “სიკეთეები”.
❗ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დემონსტაციული ტალღის ჩაცხრომას ემსახურება. არსებობს საშიშროება, რომ აღნიშნული კანონის განხილვა კვლავ გაგრძელდეს.
❗ შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად არ არსებობს კანონპროექტის გაწვევის პროცედურა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ.
❗ სწორედ ამიტომ, დღეს ისევ უნდა დავდგეთ პარლამენტთან და ჩვენ თვალწინ 76-მა დეპუტატმა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას, ეს კანონი მეორე მოსმენით უნდა ჩააგდოს!
ხელისუფლებას არ შეიძლება ასე მარტივად შერჩეს მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება!
გელოდებით ყველას. შევხვდებით აქციაზე.
https://fb.me/e/4yYKyVCFb?mibextid=RQdjqZ
