“ყველაზე ძვირფასო,

ცხადად ვგრძნობ, რომ ჭკუიდან ისევ ვიშლები. ვხვდები, რომ კიდევ ერთ ასეთ საშინელ პერიოდს ვეღარ გადავიტანთ და ამჯერად ვერც მე შევძლებ გამოჯანმრთელებას. კვლავ ჩამესმის ხმები და ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრი. ამიტომაც იმ ნაბიჯს ვდგამ, რომელიც საუკეთესო გამოსავალი მგონია. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც კი ვინმეს შეეძლო, რომ გაეღო. ჩემთვის ყველაფერი იყავი, ვინც კი შეიძლება ოდესმე ჩემ გვერდით ყოფილიყო.

….

ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერებას შენ გიმადლი. ჩემ მიმართ განსაკუთრებით მომთმენი და უზომოდ კეთილი იყავი. აი, ამის თქმა მინდა, ყველამ ისედაც იცის ეს. თუ ვინმეს ჩემი გადარჩენა შეეძლო, ეს შენ იქნებოდი. ყველაფერი შემომეძარცვა, მხოლოდ შენი გულკეთილობის რწმენა შემომრჩა. შენი ცხოვრების გაჩანაგებას ვეღარ გავაგრძელებ.

არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, ვიდრე ჩვენ ვიყავით.

ვი.”

1941 წლის 28 მარტს, თვითმკვლელობამდე, ვირჯინია ვულფმა საკუთარ მეუღლეს ეს წერილი დაუტოვა. ვირჯინია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა, რის გამოც არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, 1941 წელს კი, 59 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე.