შერმეინ მაკგაფმა ოჰაიოს შერიფის განყოფილებაში 33 წელი ერთგულად იმსახურა და გახდა პირველი ქალი დეპარტამენტის ისტორიაში, რომელმაც მაღალი თანამდებობა მოიპოვა. ამის მიუხედავად, იგი შერიფმა ჯიმ ნეილმა მოულოდნელად გაათავისუფლა სამსახურიდან, რის შემდეგაც მაკგაფმა შერიფის თანამდებობის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა

მაკგაფი სარჩელის აღძვრას აპირებს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნის გამო. იგი ამტკიცებს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაციაა

მაკგაფმა დემოკრატების წინასწარ არჩევნებში კონსერვატიული შეხედულებების ჯიმ ნილი ხმების 70%-ით დაამარცხა. ნოემბერში იგი რესპუბლიკელ ბრიუს ჰოფბაუერს დაუპირისპირდება, რომელსაც ნილის მსგავსი დამოკიდებულებები აქვს და რომელთა წინააღმდეგ ბრძოლასაც მაკგაფი აუცილებლობად მიიჩნევს

#FemFacts #17მაისი