“ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ქალითვის, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით თითქმის ყოველ დღე სარგებლობს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენენ ის ინდივიდები, რომლებიც სარგებლობენ აქ არსებული გარემოთი და სექსუალურად ავიწროებენ ქალებს, იქნება ეს ხელით უტაქტოდ შეხება თუ სხვა. ეს საკითხი ჩემთვის დიდ ტკივილს წარმოადგენს, რადგან მსგავსი ამბავი თითქმის ყოველდღე მესმის… ჩემი ტოლი, დიდი თუ პატარა გოგოსგან. მსგავს სიტუაციაში ყოფილან ჩემი მეგობრაბიც… და მათი ეს ამბავი, მიუხედავად პოლიციაში მისვლისა, სერიოზულად არ აღუქვამთ. უნივერსიტეტში ყოფნისას კი აღმოვაჩინე, რომ არიან მსგავსი ინდივიდები, რომელბიც სპეციალურად სარგებლობენ იმ ავტობუსებით რომელებიც უნივერსიტეტთან ჩერდება და ძირითადად სტუდენტებს ემსახურება. საზოგადოების და მასში არსებული კლიშეების გამო კი ბევრი გოგონა, რომელიც მსგავსი შევიწროების მსხვერპლია ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს.” -გვანცა ბლიაძე (ანიამციის ავტორი)

ანიმაცია შეიქმნა GrlzWave და GCRT-ის ღია კონკურის შედეგად, პროექტის ფარგლებში – “ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/945476160947107/