ჩვენი შეფარებული გოგო სუშიკო მზრუნველ და თბილ ოჯახს ეძებს არის 2 თვის, ჩერჩეტი და ტკბილი ლეკვი, გაიზრდება პატარა ტანის
კარგად ეხერხება:
საჭმელი ჯამის ამოსრუპვა
საჭმლისთვის წუწუნი
ძილი
↕️ ფეხებში გამობლანდვა
თამაში და თამაში
ბევრი მოფერება
ჯერჯერობით არ იცის:
საღრღნელი ძვალი როგორ გაღრღნას
ჭამის დროს პირში მოჩერება და ხვეწნა მეც გამასინჯე რას ჭამო
ყეფა
ღამით ძილის დაფრთხობა
მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში!
მოყვება: საჭმელი, აცრები, სტერილიზაცია, სასუსნავები.
არის ჭიაზე დამუშავებული





