ჩვენს ქვეყანაში სიღარიბესა და უთანასწორობას შეუძლებელია, ვინმე ვერ ხედავდეს ან ვერ ამჩნევდეს.

მიუხედავად ამისა, თუ გახსენდებათ, მმართველ პარტიას ერთხელ მაინც ეთქვა, რომ 440 890 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფია და აქედან 144 126 ბავშვია?!

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა, საქართველო გვაქვს, რომელიც გვინდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი; არ შიოდეთ ბავშვებს, მოხუცებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, კანონის წინაშე ყველა ვიყოთ თანასწორი და ვიცხოვროთ მშვიდ, ერთიან საქართველოში.

უთანასწორობა უსამართლობაა!

ვიზუალების ავტორი: დათო სიმონია