
“ჩვენ ვხედავთ, როგორ მოიშალა საზღვარი სცენასა და ქუჩას შორის. დღეს, როცა თეატრი გაფიცულია და გაფიცულია ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც უპირისპირდება თეატრს.” – რეჟისორი დათა თავაძე.
დათა თავაძე უერთდება სამსახიობო სფეროს წარმომდგენლების გაფიცვას, რადგან ფიქრობს, რომ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია თეატრი ასრულებდეს თავის პირვანდელ მოვალეობას.
“აკრძალულია სიყვარულის პროპაგანდა, დაკანონებულია სიძულვილი. ხდება ქრისტიანული მორალის სრულად ამოყირავება. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც მშვიდობას აღარ ქვია მშვიდობა, ღირსებას აღარ ქვია ღირსება, ღალატს აღარ ქვია ღალატი, სიყვარულს აღარ ქვია სიყვარული”.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1114176816676266/
