ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება – უკვე მეშვიდე დღეა ისინი ხელფასების გაზრდას, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ჭიათურის მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმების ნაცვლად მათ ულტიმატუმი და დაცინვა მიიღეს. დასაქმებულები პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

თუ კომპანია და სახელმწიფო მაღაროელებს დღის ბოლომდე მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებს, მშრომელები შიმშილობას დაიწყებენ.

❗️ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების შრომის პირობები წლების განმავლობაში მძიმე რჩება. დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატურად ირღვევა. შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.