ჯულია ჩაილდი #FemWiki

ჯულია ჩაილდის შესახებ ალბათ ისედაც გსმენიათ. ის ამერიკელი გურმანი მზარეული, ავტორი და ტელეწამყვანი იყო. ჩაილდმა ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკის მოსახლეობას მისი მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით. ჯულია ჩაილდმა მოახერხა და კულინარიით დააინტერესა ასიათასობით ამერიკელი, თუმცაკი მზარეულობამდე მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო – ის დაზვერვის აგენტი იყო.

მის სახელს უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება – ჯულია ჩაილდმა შეიმუშავა ქიმიური ნაერთის ფორმულა, ე.წ. ზვიგენების შხამი, რომელსაც ბომბების ზედაპირს უსვამდნენ. შედეგად, ზვიგენები ბომბებს ვეღარ ეკარებოდნენ. მისი გამოგონების შედეგად ბევრი გერმანული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა.

მისი ცხოვრება მალე შეიცვალა. ჯულია კულინარიით დაინტერესდა. 1963 წელს შედგა მისი სატელევიზიო პრემიერა.
ჯულია ჩაილდი 2004 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამზარეულო დღეს მუზეუმადაა ქცეული და უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation