
♀️ ქალწულობის ტესტირება, სადაც ქალებს სინჯავენ, არის თუ არა მათი აპკი დაუზიანებელი და მისი აღმდგენი ოპერაცია, ინგლისსა და უელსში კანონგარეშედ გამოცხადდა. #FemFacts
ჩრდილო-დასავლეთ დურჰამის კონსერვატორმა დეპუტატმა რიჩარდ ჰოლდენმა ჯანმრთელობისა და ზრუნვის შესახებ კანონპროექტში შეიტანა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ორივე პროცედურის აკრძალვას.
ამ ინიციატივის თანახმად, ექიმებს ან ბებიაქალებს, რომლებიც აღასრულებენ ზემოაღნიშნულ პროცედურათაგან რომელიმეს, შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოთ.
ზოგიერთის ვარაუდით, პროცედურების კრიმინალიზებამ შესაძლოა მისი იატაკქვეშეთში გადასვლა გამოიწვიოს. სამედიცინო ექსპერტების თქმით კი, ჰიმენოპლატიკა არის შეურაცხმყოფელი და არამეცნიერული.
