♥ დღეს ვირჯინია ვულფის დაბადების დღეა!

ვირჯინია ვულფი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად არის აღიარებული. #FemWiki

ის 1882 წლის 25 იანვარს, ლონდონში დაიბადა. მან კინგსის კოლეჯში შეისწავლა ლათინური და ძველი ბერძნული ენები და ისტორია. იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, გაიცნო და შემოიკრიბა იმ დროის ყველაზე საინტერესო და განათლებული საზოგადოება. მან საკუთარი სახლი ბრიტანელი ინტელექტუალების თავშეყრის ადგილად გადააქცია. შექმნა “ბლუმსბერის წრე” და თავისი ნოვატორული იდეებითა და ანტიკონფორმიზმით, დაუპირისპირდა ვიქტორიანულ მორალიზმს, ტრადიციონალიზმსა და იმ დროისთვის დადგენილ ნორმებს.

ის აქტიურად იყო ჩართული ფემინისტურ მოძრაობაში და ითხოვდა, ქალებისთვის მიეცათ განათლების მიღების, განქორწინების, არჩევნებში ხმის მიცემისა და სხვა სამოქალაქო – პოლიტიკური უფლებები.

მძიმე და ტრავმული ბავშვობის წლების გამო, ხშირად ჩაკეტილი იყო საკუთარ თავთან. 1897 წელს დაიწყო იმ დღიურის წერა, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გულმოდგინედ ავსებდა.

ვირჯინია წლების განმავლობაში ებრძოდა მწვავე დეპრესიას, ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა, რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა. მან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა წიგნით – “მისის დელოუეი.”

ვულფმა საკუთარი სიცოცხლე თავადვე მოისწრაფა, როდესაც მეუღლეს უჩუმრად გამოეპარა სახლიდან, პალტოში მძიმე ქვები ჩაიწყო და მდინარეში დაიხრჩო თავი.

საკუთარ ქმართან გამოსამშვიდობებელ წერილში ვულფი წერს: …”მე აღარ შემიძლია მეტი ბრძოლა. ვიცი, რომ გიფუჭებ ცხოვრებას, ჩემ გარეშე შენ უკეთ მუშაობას შეძლებ და შენც მიხვდები ამას. თუკი ვინმეს შეეძლო ჩემი გადარჩენა ეს აუცილებლად შენ იქნებოდი. ყველაფერი გაქრა ჩემგან, გარდა შენი სიკეთისა. მე აღარ შემიძლია გავაგრძელო შენი ცხოვრების მოწამვლა.”
– ვირჯინია