⚖️ ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობა არალეგალურად სცნო.

1 იანვრის შემდეგ, კომპანიები, რომლებიც ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს სხვადასხვა ხელფასს გადაუხდიან, დაჯარიმდებიან. კანონის მიხედვით, თანამშრომლების გარჩევა იკრძალება მათი სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა ისლანდია ბოლო 9 წლის განმავლობაში გენდერული თანსწორობის თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყანად აღიარა

#FemFacts