
✨დღეს ბელარუსი რუსულენოვანი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის დაბადების დღეა. 2015 წელს, ის პირველი ბელარუსი ავტორი გახდა, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
სვეტლანა ალექსიევიჩის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, “ომს არ აქვს ქალის სახე” მისი პირველი წიგნია. ის მეორე მსოფლიო ომში მყოფ ასობით ქალს რამდენიმე წლის განმავლობაში ესაუბრებოდა და მათი ისტორიებით, მე-20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა მონათხრობი დაგვიტოვა.
წიგნი არ არის ქალების მიერ მოყოლილი ომის ამბებზე; ეს არის ქალების მიერ დანახული ომი, რომელიც სრულად განსხვავებულია იმისგან, რასაც კაცები ხედავენ და ყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ომში ქალებიც მონაწილეობენ, ქალების ომზე აქამდე არავის მოუყოლია. მათი ისტორიები ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდა. სვეტლანა ალექსიევიჩი აქამდე ართქმული ამბების შესახებ გვიყვება. იმ ამბების, რომელთა მთავარი გმირებიც ომის ქალები არიან.
