
✨ 10 მაისს 17:00 საათზე გაიმართება დისკუსია “ქალი სისტემის პირისპირ” რომლის მიზანსაც დაკავებული ქალების სისტემაში მოხვედრისას უფლებრივი და დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენს.
დისკუსია “ქალი სისტემის პირისპირ” დაეხმარება ქალებს, მიიღონ როგორც პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაკავებისას, ასევე მიიღონ ინფორმაცია, თუ რა უფლებებით შეუძლიათ სარგებლობა.
დისკუსიის სპიკერებად შეირჩა სამი დაკავებული ქალი, რომლებიც თავიანთ დაკავების ისტორიებსა და პრაქტიკას გაუზიარებენ მონაწილეებს:
მარიამ სიჭინავა – პოლიტიკური აქტივისტი (ზუგდიდი).
თამარ კურატიშვილი – სამოქალაქო აქტივისტი (ბათუმი, თბილისი).
შუშანა მაცაბერიძე – პოლიტიკური აქტივისტი (თბილისი).
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ორგანიზაციის PHR-ის ხელმძღვანელი თამუნა გაბოძე, რომელიც უპასუხებს კითხვებს და შეაფასებს ქალების უფლებადარღვევის ფაქტებს.
მისამართი: ბესიკის შესახვევი N5, თბილისი;
საკონტაკტო პირი: თამარ კურატიშვილი;
საკონტაქტო ნომერი: 591994815;
გელოდებით!
ქვეყნის სამსახურში • Serving Georgia
