
️⚧️31 მარტი, ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. მათი ბრძოლა ყოველდღიური ბრძოლაა გადარჩენისთვის და სიცოცხლისთვის.
ხელისუფლება წლებია ჰომოფობიური განცხადებებით კიდევ უფრო ამძიმებს და ახალისებს ადამიანებზე ძალადობას მათი გენდერის გამო. ჰომოფობიური კანონის მიხედვით, ტრანსგენდერ ადამიანებს ახლა უკვე ეკრძალებათ ტრანზაციისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება, ჩატარების შემთხვევაში, კანონის წინაშე ისჯება სამედიცინო პერსონალიც.
———
საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს მოკლეს. თავდამსხმელმა მას ჯერ დანით მიაყენა ცხრა ჭრილობა, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდა.
2016 წლის 4 თებერვალს ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა. დაღუპვის მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
2016 წლის 22 ნოემბერს, თითქმის ორმოცდღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა ტრანსგენდერი ქალი ზიზი შეყილაძე, რომელიც დანით დაჭრეს თავსა და ყელში.
2018 წელს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი ლიკა სახლში დასვენების გარეშე, კაცის ტანსაცმლით დაკრძალეს.
2023 წელს ბელგიაში გარდაიცვალა ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური.
2024 წელს 36 წლის კესარია აბრამიძე მეზობლებმა დანით დაჩეხილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ კესარია სისხლისგან დაიცალა.
️⚧️ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის თითოეული დღე არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ისინი აწყდებიან დაბრკოლებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე, როგორც სოციუმში, ასევე საკუთარ ოჯახებში. მათთვის ხელმიუწვდომელია განათლება, ჯანდაცვის სერვისები, არ ეძლევათ დასაქმების და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ტრანსგენდერი ადამიანების ბრძოლა, ისევე როგორც ყველასი, ვინც სიღარიბეს, უსამართლობას, სიძულვილს განიცდის საკუთარი იდენტობის გამო, ჩვენი ყველას ბრძოლაა უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ.
ილუსტრაცია: @putkunagogo
