
“11 წლის ბავშვისთვის, ძალიან მიამიტი და ფანტაზიებში გადართული ვიყავი. მიყვარდა პრინცესად ყოფნის იდეა, რომელიც მშვენიერ პრინცს იპოვიდა და ბედნიერად იცხოვრებდა. სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობა ერთმა ბიჭმა ცუდად გამოიყენა.ჩემი ნათესავი იყო, მაშინ 15-16 წლის იქნებოდა. სტუმრად უწევდა ხშირად მოსვლა, ბაბუაჩემს ეხმარებოდა. როცა მოიცლიდა მე და ჩემს ძმას გვეთამაშებოდა. ერთ დღესაც მითხრა, რომ ჩემი სათამაშოების ნახვა უნდოდა და ჩემი ძმის გარეშე სურდა თამაში. ძალიან გამიხარდა ყურადღება რომ მომაქცია. ისეთ ოთახში გამიყვანა, სადაც იშვიათად თუ შედიოდა ვინმე. ჯერ მეთამაშებოდა, შემდეგ მკითხა, “დიდების” სერიალებს თუ ვუყურებ მულტფილმების გარდა. ძალიან შემრცხვა, დავიბენი, შემდეგ კი შიშისგან გავშეშდი, როცა ფეხებზე დამადო ხელი და ჩემკენ მოიწია. “გინდა გაკოცო?” – მკითხა მან და არ დააყოვნა, მალევე მაკოცა. ჩემს თავში იმდენი რამ ტრიალებდა არ ვიცოდი, რა მექნა, შიშისგან ვკანკალებდი და უხმოდ შველას ვითხოვდი. ამ დროს კარების გაღების ხმა გაიგო და მაშინვე მომშორდა. ბაბუაჩემი შემოვიდა და მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ის ბიჭი ამის შემდეგ ჩვენს სახლში არ მოსულა.ამ ისტორიიდან არც ისაა სამწუხარო, რომ ვერ მივხვდი, რა მოხდა იმ დროს; არც ის, რომ პირველი კოცნა ასე მოტყუებით წამართვეს; არამედ ის, რომ წლების შემდეგ, როცა გავიზარდე და მივხვდი, რაც მოხდა, შემთხვევით გადავეყარე გზაში… იჯდა, თვალებში მიყურებდა და ბოროტულად ეღიმებოდა. სავარაუდოდ, ძალიან კარგად ხვდებოდა, რაც დააშავა და სინდისი არ ქენჯნიდა.”
ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT
