
14 მაისს, მას შემდეგ, რაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად მანქანა მტკვარში გადავარდა, მაშველებმა ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს. ოჯახის ცნობით, იგი 44 დღის წინ გაუჩინარებული აითაჯ მამედოვა აღმოჩნდა.
21 წლის აითაჯ მამედოვა 1 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ, მათ შორის მტკვარში. აითაჯის ბიძის თქმით, პოლიციამ ოჯახს განუცხადა, რომ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ვარდება გოგო მდინარეში. აითაჯ მამედოვას ოჯახის წევრები მტკვარში კუსტარულად მოწყობილი ტივით ეძებდნენ.
14 მაისს მომხდარი ავარიის შემდეგ, მტკვარში გადავარდნილი ავტოავარიის მსხვერპლების მოსაძებნად, შსს-ის თანახმად, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ახალგაზრდა აითაჯ მამედოვას ცხედარიც. გაუგებარია, თუ შსს-ს შეეძლო მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, რატომ არ მოხდა ეს მანამამდე?
აითაჯ მამედოვას ხსოვნის პატივსაცემად, 19 მაისს სტუდენტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელში მისი ფოტო გამოფინეს და ყვავილებით შეამკეს. აითაჯი თსუ-ს სტუდენტი იყო.
“აითაჯის დაკრძალვაზე ვართ. ბებიასაც იგივე კითხვა აქვს. თუ შესაძლებელი იყო წყლის დონის დაწევა მაშინ აითაჯის დაკარგვის დროს იგივე რატომ არ გაკეთდა?!
“მოლებთან რამდენჯერ ვიყავი, მაგრამ მე გულში ვიცოდი ეს შენ იყავი” მიატირა დედამ.
ყველანი დამნაშავები ვართ ამ ოჯახის წინაში.” – წერს თოზუ გულმამედლი.
