
1970-იან წლებში შეერთებულ შტატებში ექიმებმა იძულებითი სტერილიზაცია ჩაუტარეს მკვიდრი ამერიკელი ქალების დაახლოებით 42%-ს, რომლებიც მშობიარობის ასაკის იყვნენ,
სტერილიზაცია ასევე ჩაუტარებიათ 15-წლამდე ასაკის გოგონებისთვისაც.
სრული სურათის აღსაქმელად, ამერიკელი ადგილობრივი ქალების მეოთხედს სწორედ ეს პროცედურა ჰქონდა ჩატარებული. #femfact
ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონი სტერილიზაციის შესახებ, იყო ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხანგრძლივი ისტორიის კულმინაცია – მათ უნდა ემართათ ადგილობრივი ოჯახების რეპროდუქციული ცხოვრება. ისინი ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ადგილობრივი ამერიკელი ოჯახები და ქალების გამრავლების პროცესი, რადგან თვლიდნენ, რომ ბევრი ბავშვი იბადებოდა, რაც ამერიკის როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას ზედმეტ პასუხისმგებლობად მიაჩნდა.
სტერილიზაცია ქალებს მათი თანხომის გარეშე, ან ძალდატანებით, დიდი წნეხის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილების გამო უკეთდებოდათ. ზოგმა კი საერთოდ არ იცოდა, რომ მსგავსი პროცედურა უტარდებოდა.
