50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინდოეთში ოფიციალურ დოკუმენტაციაში დაფიქსირდა პირველი გაუპატიურების შემთხვევა.

1972 წლის 26 მარტს, ახალგაზრდა გოგონა, მათურა, სავარაუდოდ, ორმა პოლიციელმა დესაიგანჯის პოლიციის განყოფილებაში გააუპატიურა.
უზენაესმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა.

განაჩენის შემდეგ, ინდოეთში შეიქმნა პირველი ფემინისტური ქალთა გაერთიანება, რომლის მიზანიც ქალების ჩაგვრისგან და სექსუალური ძალადობისგან დაცვა იყო.

FAOW-ის (ფორუმი ქალთა ჩაგვრის წინააღდმეგ) ორგანიზებით, მოეწყო ეროვნული კონფერენცია, სადაც საუბარი იყო სამართლებრივი რეფორმების შესახებ. FAOW-მ ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს და სექსუალურ დანაშაულებში სასამართლო უწყების არამასართლიან გადაწყვეტილებებს.
საბოლოოდ, ინდოეთის გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა.

მიუხედავად კანონში შეტანილი ცვლილებებისა, ინდოეთში ყოველდღიურად საშუალოდ 90 გაუპატიურების შემთხვევა ფიქსირდება. პირველი გახმაურებული შემთხვევიდან 50 წლის შემდეგ, ქალებზე სექსუალური ძალადობა ქვეყნის მასშტაბით მეოთხე ყველაზე გავრცელებული დანაშაულია.

სამწუხაროდ, ინდოეთში არსებული კანონი გაუპატიურების შესახებ არაეფექტურია და 50 წლის შემდეგაც, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.

ილუსტრაციის ავტორი: muhammed sajid