51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი – CENN, 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არავინ ლაპარაკობდა გლობალურ დათბობაზე, ეკოსისტემებისა და ცხოველების დაცვის აუცილებლობაზე, პროფესიით ბიოლოგი ნანა ჯანაშია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობდა. ის არამხოლოდ ოცნებობდა უკეთეს სამყაროზე, არამედ ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.

იცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას უკეთესობისკენ ცვლიან.