“წლების წინ, ანთროპოლოგ მარგარეტ მიდს სტუდენტმა ჰკითხა, რა მიაჩნდა ცივილიზაციის პირველ ნიშნად კულტურაში. სტუდენტი ელოდა, რომ მიდი ისაუბრებდა ანკესზე, თიხის ჭურჭელზე ან საფქვავ ქვებზე.
მაგრამ არა. მიდმა თქვა, რომ ცივილიზაციის პირველი ნიშანი ძველ კულტურაში იყო ბარძაყის ძვალი, რომელიც გატეხილი იყო და შემდეგ შეხორცებული. მიდმა განმარტა, რომ ცხოველთა სამყაროში თუ ფეხს მოიტეხავ, იღუპები. თქვენ არ შეგიძლიათ გაექცეთ საფრთხეს, ვერ შეძლებთ მისვლას მდინარემდე წყლის დასალევად ან საჭმელის მოსაპოვებლად. თქვენ საკვები ხდებით მხეცებისთვის. ვერცერთი ცხოველი ვერ ცოცხლობს მოტეხილი ფეხით იმდრომდე რომ ის შეხორცდეს.
მოტეხილი ბარძაყის ძვალი, რომელიც შეხორცდა, არის მტკიცებულება იმისა რომ ვიღაცამ დრო გამონახა დაზარალებულთან დარჩენილიყო, შეახვია ჭრილობა, წაიყვანა ადამიანი უსაფრთხო ადგილას და უვლიდა მას მკურნალობის პერიოდში. “რთულ პერიოდში სხვისი დახმარება სწორედ ისაა სადაც ცივილიზაცია იწყება,” თქვა მიდმა.
ჩვენ საუკეთესოები მაშინ ვართ როდესაც სხვებს ვეხმარებით, იყავით ცივილურები.”
– ირა ბაიოკი.
#სიყვარული
ტექსტის და ვიზუალის ავტორი – ელენე ქათამაძე.

