ანასტასია დმიტრუკი უკრაინელი პოეტია, რომელიც რუსულ და უკრაინულ ენებზე წერს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ დაწერილი – “ჩვენ ვეღარასდროს ვიქნებით ძმები“. პოემით ხელოვანმა ხმა მილიონობით მკითხველს და მსმენელს მიაწვდინა და “რუსოფობიური” ბრალდებით ოკუპანტთა ბრაზიც გამოიწვია.
ანასტასიას თქმით, ლექსი სწორედ იმ ძმურ სიყვარულზეა, რომელიც არავის უნახავს, მაგრამ ყველა ამაზე ლაპარაკობს. „ხანდახან საკმარისია ვიყოთ მხოლოდ მეგობრები, ან კარგი მეზობლები, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ძმები. ისინი ჩვენს სახლებში იარაღით შემოიჭრნენ და ამის მერე კიდევ ძმებად ვთვლით?” – ამბობს ის.
…„თქვენ დიდები ხართ,
ჩვენ – დიდსულოვნები.
თქვენი შური, თქვენვე გაგანადგურებთ;
ნება – ეს სიტყვა თქვენთვის უცხოა,
ბავშვობიდან ჯაჭვით ხართ შეკრული;
….
თქვენ ახალ ბრძანებას გიგზავნიან,
ჩვენთან აჯანყების ცეცხლი დგას;
თქვენთან მეფეა, ჩვენთან დემოკრატია –
ჩვენ არასდროს ვიქნებით ძმები.”
ვიდეო, რომელშიც დმიტრუკი ამ ლექსს კითხულობს, ვირუსულად გავრცელდა და ძალიან მალე, ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეო გახდა. შეიქმნა სიმღერაც, რომელსაც კლაიპედას მუსიკოსები ასრულებენ.

